For some reasons the SWF Movie is not properly displayed on your Computer.
Strongly recomended to install the latest version of Adobe Flash Player.
კომპანიის შესახებ

კომპანია „ბელაქტი“ დაარსდა 1967 წელს და წარმოადგენს რძის პროდუქტების მწარმოებელ და მიმწოდებელ ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას აღმოსავლეთ ევროპაში. პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი და თანამედროვე უმაღლესი ტექნოლოგიების მუდმივი განახლება მისი წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია.

კომპანია  „ბელაქტი“ ლიდერია რძის წარმოების ინდუსტრიაში  ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა,  უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით. წარმოებისთვის განკუთვნილი ნედლეული, მასალები, ტექნოლოგიური პროცესები და მზა პროდუქცია გადის მრავალსაფეხურიან ლაბორატორიულ, ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ და რადიაციულ კონტროლს, რაც დამტკიცებულია  ხარისხის  კონტროლის საერთაშორისო  სერთიფიკატებით  ISO  და  HACCP და შეესაბამება “Codex alimentarius” მოთხოვნებს.

პროდუქცია არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებს, ხელოვნურ დანამატებს და გენეტიკურად მოდიფიცირებულ ინგრენდიენტებს.
დღესდღეობით კომპანია „ბელაქტი“ აწარმოებს  ბავშვთა და მოზრდილთა კვების პროდუქტებს, რომლებიც  პოპულარობით სარგებლობენ როგორც ბელორუსიაში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. „ბელაქტის“  რძის პროდუქტებს საკუთარი პროდუქციის  წარმოებისთვის იყენებენ ისეთი ცნობილი  კომპანიები როგორიცაა  - “Nestle“, “Mars”, “Vim-Bill-Dan”, “Kraft foods”, “Danone-nutricia” და საერთაშორისო კომპანია “Cadbury”.

„ბელაქტის“ პროდუქცია მრავალი სხვადასხვა კონკურსისა და გამოფენის გამარჯვებულია.